სოფელ ორთაშენში, ცენტრალურ მაგისტრალის ტერიტორიაზე ცხედარი იპოვეს. "მთავარი არხის" ინფორმაციით, გარდაცვლილი თავდაცვის სამინისტროს ოფიცერია. მისი ვინაობა ცნობილია, თუმცა ჯერჯერობით არ ვასახელებთ.
ადგილზე შსს-ს გარდა, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები არიან მობილიზებული. რა მოხდა და რა ვითარებაში გარდაიცვალა სამხედრო პირი, ჯერჯერობით უცნობია.