საუნივერსიტეტო კლინიკის მეხუთე სართულიდან 65 წლის კოვიდპაციენტი სავარაუდოდ გადმოხტა. კაცი ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაციას "ფორმულა" ავრცელებს.
დეტალები მომხდართან დაკავშირებით უცნობია. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ჯერჯერობით კლინიკის წარმომადგენლებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.