ევროპა ქართული ქოლცენტრების წინააღმდეგ | ღარიბაშვილი წინა ხელისუფლებას ადანაშაულებს და გამოძიებას იწყებს

გამოქვეყნდა:

საქართველოში მოქმედი ე.წ ქოლ-ცენტრები იხურება. "მთავარ არხს" წყარო უყვება, რომ 10 ათასზე მეტმა თანამშრომელმა, რომლებიც ჩართული არიან თაღლითურ სქემაში, უკვე მიიღეს შეტყობინება სამსახურის გაუქმების შესახებ.

"ქართული ოცნება" იძულებულია იმოქმედოს - პრემიერმინისტრმა უკვე დააანონსა, რომ საერთაშორისო გამოძიების პარალელურად, საქმის შესწავლას იწყებენ საქართველოშიც, თუმცა პრემიერს არაფერი უთქვამს იმის შესახებ, რატომ აჭიანურებდა ხელისუფლება ოპოზიციის მოთხოვნაზე რეაგირებას, მაშინ, როდესაც ოცნების ოპონენტებმა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ კიბერდანაშაულის კონკრეტული ფაქტები დაასახელეს, და მოითხოვეს საქმეში ძალოვანი უწყებების ჩართვა. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი