ბოლო წლების უძლიერესი მიწისძვრა საქართველოში და 11 განმეორებითი ბიძგი. გუშინდელმა საღამომ თითქმის მთელი ქვეყანა შეარყია, მაგრამ განსაკუთრებულ საფრთხეში და სტრესში დმანისის სოფელ სამების მოსახლეობა აღმოჩნდა.
ხალხმა აქ მთელი ღამე ღია ცის ქვეშ გაატარა და მუდმივად გრძნობდნენ განმეორებით რყევებს. 6 მაგნიტუდაზე მძლავრ მიწისძვრას მნიშვნელოვანი ნგრევა არ გამოუწვევია, მაგრამ სტიქიამ პირდაპირ მიგვანიშნა, თუ რამდენად ტრაგიკულ შედეგებს მოიტანს მიწისძვრა თუ ის დედაქალაქის სიახლოვეს მოხდება.