დიღმის მასივში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მიზეზი გაზია. ადგილზე ამ დრომდე სამაშველო სამსახური მუშაობს, რომელიც ხანძრის ჩაქრობას ცდილობს.
აფეთქება კორპუსის მე-7 სართულზე მოხდა, დაზიანებულია ზედა სართულიც.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, ბინიდან მაშველებმა კაცი გამოიყვანეს, რომელიც დამწვრობით ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.
ჩვენი გადამღები ჯგუფი მომხდარის დეტალებს ადგილზე არკვევს.