ფოთში მომხდარი შემზარავი შემთხვევის შესახებ მეზობლები ყვებიან, რომ ოჯახმა თავად დარეკა, რომ საკანალიზაციო მილი იყო გაჭედილი.
ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს, რომელმაც პოლიციაში აღიარა, რომ ახალშობილი საკანალიზაციო მილში დატოვა, კიდევ ერთი 5 წლის შვილი ჰყავს.
"იქნება 40 წლამდე, თვითონ დარეკეს, ამ ოჯახმა დარეკა გაჭედილი არისო მილიო, მერე პოლიცია მოვიდა და რა მოხდა არ ვიცი. თვითონ დარეკეს. ცოლ-ქმარი და ბავშვი ცხოვრობდნენ",- ამბობს მეზობელი.
შეგახსენებთ, რომ ფოთში პოლიციამ დედა დააკავა, რომელმაც ახალშობილი საკანალიზაციო მილში დატოვა. ჩვილი გარდაცვლილი გუშინ ნახეს. "მთავარი არხის" ინფორმაციით, ქალმა აღიარებითი ჩვენება უკვე მისცა.