113 მილიონი პრემია-დანამატებში. ირკვევა, რომ 2020 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თანამშრომლები ფულადი ჯილდოთი წაახალისა.
113 მილიონი ლარიდან 8 მილიონი მხოლოდ სამ თვეში, არჩევნების შემდეგ ჩაერიცხათ. რა დამსახურებისთვის დააჯილდოვა გომელაურის უწყებამ 22 ათასი თანამშრომელი, უცნობია.