ნამახვანის 105 მეტრიანი კაშხალი, ქუთაისისთვის 34 მეტრიანი ტალღის საფრთხეა

გამოქვეყნდა:

უკვე რამდენიმე კვირაა, ეჩხუმის გზაზე მშენებლობა მიდის. დღეს, როდესაც იქ "პოსტ ფაქტუმი" მოხვდა, ობიექტს არ ჰქონდა გამოკრული პროექტის სახელწოდება, მისი დამკვეთი და შემსრულებელი. რთადერთი, რაზეც ამას ამოიცნობდით, ბრენდირებული სპეცსპეცტექნიკა იყო. "ენკა რენიუებელს" - სწორედ ამ კომპანიას უნდა ნამაჰვან ჰესის აშენება ლეჩხუმში.

105 მეტრის სიმაღლის კაშხალი სოფელ ნამახვანთან უნდა აშენდეს, სადაც რიონის ხეობა ყველაზე ვიწროა. რა მოხდება იმ შეთხვევაში, თუკი, სადაც ვიწროა, სწორედ იქ გაწყდა?!

ნვესტორის ნაცვლად ამის მოდელირება დედამიწის მეცნიერებათა ინსტიტუტმა შექმნა.

აშხლის ნგრევის მიზეზად მათ მიწისძვრა აიღეს, რაც რკინა-ბეტონის ნაგებობას 80 პროცენტით დააზიანებს.

ყალს 19 წუთი დასჭირდება იმისთვის, რომ ქუთაისს მიაღწიოს. ქსპერტების გათვლით, ქალაქს 34 მეტრის სიმაღლის ტალღა დაარტამს.

უთაისის შემდეგ იტბორება მთელი კოლხეთის დაბლობი - 18 მუნიციპალიტეტი, 70 დასახლებული პუნქტი. ავ ზღვას ნამახვანის რეზერვუარის წყალი ფოთის ნაპირზე შეუერთდება 2,-  2,5  მეტრის სიმაღლის ტალღით

ესიმისტური სცენარი დათვლილია ცდომილებით, რამდენადაც უსტი მედელირებისათვის ქვეყანაში ზუსტი მონაცემთა ბაზა არ არსებობს.

ონაცემები არ არსებობს ოპტიმისტური სცენარისთვისაც. ინვესტორი დაზუსტებით ვერ იტყვის, რამდენ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რამდენადაც არ იცის ერთი მთავარი დეტალი.

ბოლო კატალოგიც, მდინარეებში წყლის ხარჯის შესახებ 86 წელს გამოიცა. Მას შემდეგ მყინვარები დადნა, გლობალურმა დათბობამ ბუნების წესრიგი შეცვალა, სხვა მილენიუმი დაიწყო, ბოლოსდაბოლოს.

ჩვენ ვიცით, ერთ წუთში რამდენი წყალი გაივლის აქ? - არ იზომება. ვიცით.

, რა ვიცით დანამდვილებით - ამახვანის გზაზე ყოველ ნახევარ კილომეტრში შეგხვდებათ ფირნიში - მეწყრული უბანი. აგრამ რატომღაც ეს გაფრთხილება მხოლოდ მძღოლებისთვის არის, არა ინვესტორისთვის. იონის მარცხენა სანაპიროზე ჯერ  დერჩის ცნობილი მეწყერი გვხდება, რომელმაც 90-იანებში რიონი 15 წუთით გადაკეტა. უთაისი მაშინ კატასტროფას შემთხევვით გადაურჩა. დინარემ ხელოვნური დამბა თვითონ გაარღვია. სეთი მეწყერი კი ნამაჰვან ჰესის ოპერირების არეალში არაერთია

აპირისპირო არგუმენტი ყოველთვის ერთია - თქვენ საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას ეწინააღმდეგებით, -  სეთივე არაფრისმთქმელი ფრაზა, როგორცმიმდინარეობს გამოძიებაანპრესცენტრს მიმართეთ”.

ეუძლებელიაშენს ეკონომიკურ ფანტაზიებს ბუნებრივი პირობები მოარგო. ასაც დამოუკიდებელი ექსპერტები ამტკიცებენ, ნამდვილად აკოპალიპტური სცენარია, მაგრამ არა კინოსცენარი, არამედ, რაც უკვე  მოხდა. აგალითად 13 ივნისის კატასტროფაუხვმა ნალექმა გვირაბი ჩახერგა და 18 მეტრის სიმაღლის ხელოვნური დამბა ექმნა

ას ფიქობენ ნამახვანის ჰესის შესახებ ადამიანები, რომლებიც რისკებს მათემატიკური ფორმულებით არ ითვლიან. რამედ  გრძნობენ, როგორც ცოლიკაურის არომატს ტვიშის ჭალების ღვინიდან.

ევან ხმელიძემ ფილოსოფოსობა ამ ხუთი წლის წინ დაიწყო, რომედესაც 12 წლიანი ემიგრაცია შეეწყვიტა, ყველაფერი გაყიდა და ლეჩხუმში, სოფელ ქორენიშში ამობრუნდა

ალევე მიხვდა, თუ ადგილზე ერთი კგ ცოლიკაური ხუთ ლარად ბარდებოდა, თავს თავისუფდლად შეინახავდა. აბუის 60 წლის ვენახს გვერდით ახალი უსახელაურის ზვრები გაუშენა. ამუსაიფო ღვინომ ახალი იდეებიც შთააგონა

აღაც ფოკუსით ლევანმა ძველისძველ პიანინოზე უცხოელი ტურისტები მართლაც აამღერა. ოცა მის ტეარასაზე იოგებმა ფარდაგები გაშალეს და მერე მის ბოსტანში რანგებმა და ბრიტანელები ხელები დაკაპიწესქორენიშელმა მეზობლებმა ხელები აწიეს.

"აწარმოე საქართველოს" ფარგლებში მან 6500 ლარიანი დაფინანსება მოიპოვა და ღვინო ბოციდან ბოთლში ჩამოასხა. ერე ეს ღვინო როგორ შეეფუთა, დაებრენდა და საერთოდ სად წაეღო, პროექტის ფარგლებში ასწავლეს. ვინის ბოთლებს ფიჭის ჩაჩი ჩამოაცვა. იჭა რომ თავისი ჰქონოდა, ამაშიც სახელმწიფო დახმარება მიიღოოფლის მეურნეობის სამინისტრომ ხელი შეუწყო, ჩამოეყალიბებინა კოოპერატივი. გადასცა ციბრუტი და ახალი სკები 100 ოჯახი ფუტკრისთვის. მაგრამ მოულოდნელად ის აფლივით ტკბილ სიბერეს, ბიომეურნეობისა და აგროტურიზმის  განვითარებას საფრთხე შეექმნა და ვეღარ გაიგო, ვინც ცალი ხელით ეხმარება, მეორე ხელით რატომ ღუპავს. ომ ნამდვილად ეს ხალხი ამბობდა, დიდი ჰესებზე უარს ვიტყვითო?!

ამახვანის ჰესების კასკადისთვის რიონის კალაპოტში უზარმაზარ რეზერვუარი იქმნება. ყალსაცავის მოცულობა  156 მლნ კუბური მეტრი იქნება. ედარებისთვის,  შაორის მოცულბა თითქმის ორჯერ ნაკლებია, - 90 მლნ კუბური მეტრი. თობით ჰექტარზე გადაჭიმული წყლის სარკისებური ზედაპირიდან წყალი ყოვლედღიურად  ააორთქლდება, ტვიშის საოჯახო მარნებიდან კი ცოლიკაურისა და უსახელაურის უნიკალურ ღვინოები - სამუდამოდ.

სეთი  მასშტაბის პროექტების დროს გასათვალისწინებელია მოსახელობის ჯანმრთელობის რისკებიც და მითუმეტეს გასათვალისწინებელია უკვე არსებული გამოცდილება. ამახვანის ქვემოთ რამდენიმე კილომეტრში გუმათ ჰესი დგას

ოფელში რემონტი მხოლოდ ორ წელიწადს ძლებს, კარადაში ტანსაცმელი ობდება. ფურჩხეთელი ლევან ბოჭორიშვილი გვიყვება, როგორ შეცვალა სოფლის ცხოვრება ამ წყალსაცავმა.

უმათ ჰესი ოფურჩხეთის ქვემოთ 8 კილომეტრშია. ზემოთ კი სოფელს ასევე 8 კილომეტრში ნამახვანის კაშხალი უნდა აღმართონ. 

ბეწვის ხიდის ბოლოს სახლი დგას.  ნამახვანის დატბორვის არეალია, შესაბამისად, ამ კარმიდამოს ბედიც ბეწვზე კიდია. იდროელექტოსადგურის მშენებლობა, კერძოდ კი ფიზიკური და  და ეკონომიკურ განსახლება 100-ზე მეტ ოჯახს შეეხება.

ეჩხუმში "მთავარი არხის" ჩასვლის შემდეგ რამდენიმე სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ენკა რენიუებელსმა" ნამახვან ჰესის მშენებლობის უფლება მოიპოვა. არც მთლად სიმართლეა, არც მთლად ტყუილი. კონომიკის სამინისტრომ პროექტს პირობიანი თანხმობა მისცა. კომპანია 2021 წლის აპრილამდე ყველა კვლევას წარმოაგდენს, რაც აქამდე  უხარისხოდ ჩაატარა, რაც საერთოდაც არ ჩაუტარებია ან სხვებისგან გადაიწეერაქუთაისის თავზე 105 მეტრიანი კაშხალი დაიდგმება. აგრამ არსებობს კიდევ ერთი პირობა, რომელიც დოკუმენტებში არ იწერება და რის გარეშეც ჰესი ვერ აშენდება - ეს მოქალაქეების თანხმობაა.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი