საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაცემა "ახალი კვირა" დახურა. გადაცემის წამყვანისთვის პროექტის შეჩერების გადაწყვეტილება გაუგებარია. იმედა დარსალია ამბობს რომ მის წინააღმდეგ კრიტიკა 27 ნოემბრიდან დაიწყო, როდესაც გადაცემა "ახალი კვირის" ეთერში სიუჟეტი სათაურით - "ალტ-ინფოს სახიფათო იდეოლოგია" გავიდა.
სიუჟეტში წამყვანი და ავტორი ვრცლად ყვებოდა რუსული პროპაგანდის შესახებ, რომლის უკან ალტ ინფო დგას, თუმცა როგორც ჩანს კრიტიკული აზრი ხალხის ფულით დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიუღებელი აღმოჩნდა:
იმედა დარსალია თვეზე მეტია ითხოვს მაუწყებლის ხელმძღვანელობისგან პასუხს, თუმცა უშედეგოდ.
"გადაცემა გაჩერდა და მე წამყვანი აღარ ვარ. გადაცემა გაგრძელდება თუ სხვა ფორმით იქნება არაფერი არ ვიცით. ერთადერთი მიზეზი მითხრეს, რომ ამ ფორმატით გადაცემამ ამოწურა თავი.
"ალტ-ინფოს სახიფათო იდეოლოგია" რეპორტაჟის გასვლის შემდეგ მუქარები იყო საჯარო ალტ ინფოს პარტიის ლიდერებისგან, არ მიმიქცევია ყურადღება, ესეთი რაღაცეები ხშირად ყოფილა. ამის შემდგ 1 თვეში მიიღო არხმა ეს გადაწყვეტილება. მართლა ვერ დავაკავშირებ, არ მინდა, რომ დავაკავშირო" ამბობს იმედა დარსალია "მთავართან" საუბარში.
მაუწყებლის გენერალური დირექტორი, თინათინ ბერძენიშვილი კი აცხადებს, რომ გადაცემამ უბრალოდ ფორმატი შეიცვალა და მოძალადეების კრიტიკასთან კავშირი არ აქვს -"არასერიოზულია ეს ინფორმაცია" ამბობს ბერძენიშვილი.
ცნობისთვის, 2022 წელს საზოგადოებრივი მაუწყებელი ბიუჯეტიდან 82 მილიონ ლარზე მეტს მიიღებს და შარშანდელთან შედარებით 13 მილიონი ლარითაა გაზრდილი.