"ალტ-ინფოზე" მომზადებული კრიტიკული სიუჟეტის გამო გათავისუფლებული წამყვანი | ცენზურა "პირველ არხზე"

გამოქვეყნდა:

ცენზურა საზოგადოებრივ მაუწყებელზე. პირველ არხზე გადაცემა "ახალი კვირის" დახურვის შესახებ დღეს ახალი დეტალები გახდა ცნობილი. გავრცელებული ინფორმაციით, მაუწყებლის მენეჯმენტმა ეს გადაწყვეტილება პრორუსული დაჯგუფების, ალტ-ინფოს შესახებ გადაცემის ჟურნალისტების მიერ მომზადებული და ეთერში გასული კრიტიკული სიუჟეტის გამო მიიღო.

საჯაროდ, გადაცემის წამყვანსა და მის კოლეგებს განუმარტეს, რომ იგეგმება რეორგანიზაცია, თუმცა ჩვენი კოლეგები ადასტურებენ, რომ სკეპტიკური დამოკიდებულება აქვთ ამ ინფორმაციისადმი და არ გამნორიცხავენ იურიდიულ დავას საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ.

პარალელურად, ცნობილია, რომ 2022 წელს, საზოგადოებრივი მაუწყებელი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 82 მილიონ ლარზე მეტს მიიღებს. ტელევიზიის დაფინანსება შარშანდელთან შედარებით, 13 მილიონი ლარითაა გაზრდილი. საზოგადოებრივი მაუწყებელი 2022 წელსაც ყველაზე მდიდარი არხი იქნება. კითხვა კი, რას ემსახურება ხალხის ფულით დაფინანსებული ტელევიზია, ქვეყანას თუ პარტიას, კიდევ ერთხელ დაისვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი