"თითოეულ რაღაცას დავკანკალებთ, იქნებ გაიყიდოს" | მერიამ ვარკეთილში გარემოვაჭრეების დახლები აიღო

გამოქვეყნდა:

ვარკეთილში გარემოვაჭრეებს დღეს დილით დახლები აღებული დახვდათ. ადგილზე მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებული და მათ მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობას არ აძლევენ.

მერიაში ამბობენ, რომ უკანონოდ განთავსებული კონსტრუქციები გაიტანეს. მათივე თქმით, გარემოვაჭრეებს ალტერნატიულ სავაჭრო სივრცეებში გადანაცვლებას სთავაზობენ, სადაც სამით თვის განმავლობაში საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლდებიან, შემდგომში კი საშეღავათო პირობებით ისარგებლებენ. 

აღნიშნული შეთავაზება გარემოვაჭრეებისთვის მიუღებელია. ისინი ამბობენ, რომ იჯარის გადახდას ვერ შეძლებენ და ამის გამო, ერთადერთი შემოსავლის გარეშე დარჩებიან.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი