"საქართველოს ფოსტა" მოსახლეობას კიბერდანაშაულის შესახებ აფრთხილებს | განცხადება

გამოქვეყნდა:

"საქართველოს ფოსტა" მომხმარებელს კიბერდანაშაულის შესახებ აფრთხილებს - თაღლითური სქემის მიხედვით, სავარაუდო კიბერდამნაშავეები მომხმარებელს სთავაზობენ გასაყიდი ნივთის საფასურის ანგარიშსწორებას „საქართველოს ფოსტის“ ვებგვერდის მეშვეობით. 

მათი ცნობით, „საქართველოს ფოსტას“ არ აქვს ვებგვერდთან ინტეგრირებული საბანკო მომსახურება.

„საქართველოს ფოსტის“ განცხადება უცვლელად:

„თაღლითური სქემის მიხედვით, სავარაუდო კიბერდამნაშავეები მომხმარებელს სთავაზობენ გასაყიდი ნივთის საფასურის ანგარიშსწორებას „საქართველოს ფოსტის“ ვებ-გვერდის მეშვეობით. მოგახსენებთ, რომ „საქართველოს ფოსტას“ არ აქვს ვებ-გვერდთან ინტეგრირებული საბანკო მომსახურება. სავარაუდო კიბერდამნაშავეების მიერ შეთავაზებულ ბმულზე გადასვლის შემთხვევაში, იხსნება „საქართველოს ფოსტის“ მსგავსი ყალბი ვებ-გვერდები. ამგვარი ყალბი გვერდების მისამართები, ხშირ შემთხვევაში, მიმსგავსებულია „საქართველოს ფოსტის“ ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართთან www.gpost.ge.

მოგახსენებთ, რომ გაყალბებული მისამართი შეიძლება მხოლოდ ერთი სიმბოლოთი განსხვავდებოდეს ნამდვილისგან და ბმულზე კურსორის მიტანით გამოჩნდება ვებ-გვერდის რეალური მისამართი.

მსგავსი ყალბი შეტყობინებები მომხმარებლების შეცდომაში შეყვანას, მათი პირადი ინფორმაციის მიღებას და თანხის გამოძალვას ემსახურება”, - ნათქვამია განცხადებაში.

„საქართველოს ფოსტა“ მოუწოდებს მოქალაქეებს, არ ენდონ დეზინფორმაციას, არ გაუზიარონ საკუთარი მონაცემები უცხო პირებს/ვებ-გვერდებს, რათა არ გახდნენ თაღლითობის მსხვერპლი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი