კორონავირუსით ინფიცირებული იმერეთის ყოფილი ვიცე-გუბერნატორის, პაატა ნადირაძის ჯანმრთელობის მდგომარეობით მედიკოსები გამოჯანმრთელებიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ დაინტერესდნენ.
პაატა ნადირაძე აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და ჯანდაცვის სამინისტროს ოპერატიულობისკენ მოუწოდებს.
“ნუ გვაქვს პრეტენზია ჯანდაცვის სამინისტროსთან, ძალიან ოპერატიულად მუშაობენ. 25 იანვარს დამიდასტურდა კოვიდი, სამი დღის განმავლობაში ვცდილობდი და ვერ დავუკავშირდი ვერც ექიმს, ვერც ექთანს, ვერც პრემიერს, ისიც ინფორმაციისთვის, რათა ეშუამდგომლა მაინც კოვიდიანების სიაში რომ შევეყვანე. დღეს ამიხდა 20 თებერვალს ოცნება, დილით დამირეკა ჯანდაცვამ კოვიდი გაქვთო? ახლა მოგვივიდა ინფორმაციაო. კარგად წაიკითხეთ, მეტი ოპერატიულობა რა გინდათ, 25 იანვარს დადასტურდა და 20 თებერვალს დამირეკეს, მომიკითხეს იქით ვიყავი თუ აქეთ. მადლობა ღმერთს ოჯახის წევრებს არ მოუწია პასუხის გაცემა. მაინც გამეხარდა, გამყოლი გული არ გვაქვს ქართველებს, ყურადღება ქებაი საკვირველი გვევასება, მაზოხიზმი განსაკუთრებით. კიდევ უნდა აგირჩიოთ იცით რატომ? განსაკუთრებულები ხართ, ყველასგან გამორჩეულები, ვაი თქვენს პატრონს", - წერს პაატა ნადირაძე სოციალურ ქსელში.