"თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს!" | მსვლელობა ავტოკოლონებით და საპროტესტო აქცია რუსთავის ციხესთან

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა და მხარდამჭერებმა პარტიის ოფისიდან რუსთავის ციხისკენ ავტოკოლონებით საპროტესტო მსვლელობა გამართეს. ისინი 12 პენიტენციურ დაწესებულებასთან რამდენიმე წუთის წინ მივიდნენ და აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა მესამე პრეზიდენტის პატიმრობიდან გათავისუფლებაა. ისინი ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილისა და ვლადიმერ პუტინის პირადი ტყვეა. 

ციხესთან შეკრებილები ამბობენ, რომ აქციას ვალ თბილისის საქალაქო სასამართლოსთანაც გამართავენ, სადაც 7 ნოემბრის საქმეზე მესამე პრეზიდენტის მორიგი პროცესია ჩანიშნული.

"ყველა სასამართლო პროცესზე იქნება სოლიდარობის აქცია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში რუსეთის და პუტინის ნომერ პირველი მტერი იყოს გარეთ. ეს არის ჩვენი ამოცანა და არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ მთელი რეგიონის ამოცანა", - თქვა სამოქალაქო აქტივისტმა, ირაკლი ფავლენიშვილმა.

რუსთავის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები არიან მობილიზებული. ციხის შესასვლელთან რკინის ჯებირებია დამონტაჟებული.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი