გენადი ბესტაევი დაკრძალეს | სოფელ მერეთში ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი არ ჩასულა

გამოქვეყნდა:

საოკუპაციო რეჟიმის კიდევ ერთი მსხვერპლი - გენადი ბესტაევი, რომელმაც მავთულხლართებში გახვეული საკუთარი სახლი არ დატოვა, დღეს ზარდიაანთკარის სასაფლაოზე დაკრძალეს.

დღეს სოფელში სამოქალაქო პანაშვიდზე ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი არ ჩასულა. სამთავრობო უწყებებს არც სამძიმრის წერილი გაუვრცელებიათ. 

"დავით ქაცარავა წვალობდა და აკეთებდა, რაც ვერ შეძლო, აგერ ფაქტი სახეზეა... მთავრობიდან არავინ",- ამბობენ გენადი ბესტაევის ახლობლები. 

რეჟიმის მსხვერპლი დღეს უკანასკნელ გზაზე ოჯახის წევრებთან ერთად, ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა გააცილეს.

"გენადი ბესტაევის 3 წლიანი ამბავი ასე ტრაგიკულად დასრულდა და ამ პერიოდში ხელსიუფლებას მიმართ არანაირი ინტერესი არ გამოუჩენია. ხელისუფლებას არანაირი თანაგრძნობა არ აქვს ჩვენი მოქალაქეების მიმართ. იმ მოქალაქეების მიმართ, რომელბიც განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ უნდა იყვნენ",- ამბობს დავით ქაცარავა. 

"სტრატეგია აღმაშენებლის წევრი, თეონა აქუბარდია კი ამბობს, რომ "ყველაზე მძიმე ტრაგედია არის ის, რომ საკუთარი სახლიდანაც კი ვერ მოხდა მისი გადასვენება, რადგან მისი სახლი მავთულხლართებითაა შეღობილი"

შეგახსენებთ, რომ გენადი ბესტაევმა გამოგონილი ბრალდების გამო, ცხინვალის ციხეში ორი წელი გაატარა და ის იქამდე არ გაათავისუფლეს, სანამ ინსულტი არ განუვითარდა. კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი 52 წლის მამაკაცის გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი