ე.წ. ქოლცენტრები - ბოროტების მანქანა, რომლითაც ევროპელ პენსიონერებს მთელი ცხოვრების დანაზოგს პარავენ | Post Factum-ის ინტერვიუ დაზარალებულთან

გამოქვეყნდა:

ევროპაში ახალი ომი იწყება, რომლის მგსავსიც კონტინენტს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ უნახავს. როგორ უნდა აიცილოს მსოფლიომ პუტინის ახალი ავანტიურა - ამაზე სამსჯელოდ სრულიად ცივილიზებული სამყარო მიუნხენის უსაფრთოხების კონფერენციაზე შეიკრიბა.

იქვე ჩავიდა საქართველოს პრემიერმინისტრიც. მაგრამ რისთვის? ირაკლი ღარიბაშვილმა, როგორც მისი საიტიდან ხდება ცნობილი, სულ სამი პირისპირ შეხვედრა გამართა - ერთი სიმენსთან, მეორე კრიპტო ვალუტების ბირჟის ხელმძღვანელთან, მესამე ბულგარეთის პრემიერთან. ბულგარეთი კიდევ ერთი პოლიგონია საქართველოსთან ერთად, რომელიც ე.წ. ქოლცენტრების საშუალებით ფულის მოსაპარად გამოიყენება. თაღლითობა კი სწორედ კრიპტოალუტებით ხდებოდა.

უკრაინის მომავალზე, ევროპაში ომსა და საქართველოს თავისუფლებაზე მეტად დღეს ღარიბაშვილს სწორედ ეს საკითხები აღელვებდა. ალბათ იმიტომ, რომ ტრანსნსაციონალური დანაშაულის მფარველობისთვის საქართველოს მოქმედი ხელისუფლება შესაძლოა სანქციების ქვეშ აღმოჩნდეს.

დღეს Post Factum-ში პირველად მოისმენთ, როგორ მუშაობს ბოროტების მანქანა, რომლითაც ევროპელ პენსიონერებს მთელი ცხოვრების დანაზოგს პარავენ. ჩვენ რამდენიმე ასეთი მსხვერპლი ვიპოვეთ, ნაწილი მათგანი გამოძიების დასრულებას ელოდება, ერთი მათგანი ინტრევიუზეც დაგვთანხმდა და ამ დანაშაულებრივ სამსყაროსთვის სრულიად სხვა რაკურსით შეგვახედა.

მოხუცის ვინაობას ჩვენ განგებ არ ვასაჯაროებთ, რომ ის დამატებითი რისკის წინაშე არ დავაყენოთ. რაც დანამდვილებით ვიცით, მას სწორედ თბილისიდან, ერთ-ერთი ქოლცენტრიდან დაურეკეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი