გენადი ბესტაევი - რეჟიმის კიდევ ერთი მსხვერპლი | რუსეთი საქართველოს ოკუპაციას საბჭოთა რუკებით განაგრძობს

გამოქვეყნდა:

გენადი ბესტაევი, რუსული საოკუპაციო რეჟიმის კიდევ ერთი მსხვერპლი, დღეს დაკრძალეს. ეთნიკურად ოსი ბესტაევი მხოლოდ იმის გამო დაისაჯა სამაგლითოდ, რომ არ ეგუებოდა უსამართლობას და მის კუთვნილ ეზოში გასვლებულ მავთულხლართს.

ის რამდენჯერმე იყო მოტაცებული რუსი ოკუპანტების მიერ, 2-წლიანი პატიმრობის შემდეგ რეჟიმმა ქართულ მხარეს მხოლოდ მძიმე ინსულტის შემდეგ გადმოსცა. ბესტავეი კიდევ ერთი ჩვენი მოქალაქე აღმოჩნდა, ვინც ოკუპანტებმა მხეცურად მოკლეს.

თუმცა რუსი სამედროები არც ამ სახელსა და გვარზე აპირებენ გაჩერებას და არც მათ მიერვე გავლებულ მავთულხართებზე. ახლა ცხინვალის ე.წ. ხელისუფლება საოკუპაციო პერიმეტრის გაფართოებას და ე.წ. ისტორიული ოსეთის გადაცემას ითხოვს.

ისტორიულ-გეოგრაფიულ აბსურდს კი ოკუპოანტები გაურკვეველი დანიშნულების საბჭოთა რუკებით ამართლებენ. ამ ტერიტორებში კი 300 ჰექტრაზე მეტი ხვდება, ოკუპანტებს თვალი უჭირავთ თრუსოს ხეობაზე, რაჭის ნაწილზე, საჩხერის ტყეებზე და ბაკურიანზეც კი.

საბჭოური გაურკეველი წამროშობის რუკებით ოკუპანტებმა სადემარკაციო სამუშაოებიც უკვე დაიწყეს, ახალ პროვოკაციას ხელისუფლება ჯერჯერობით არაფერს უპირისპირებს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი