ოლიმპიური ჩემპიონის ქველმოქმედება | რევაზ მინდორაშვილმა სპორტული დარბაზი ააშენა და მოზარდებს უსასყიდლოდ ავარჯიშებს

გამოქვეყნდა:

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, როცა რუსული სამხედრო ავიაცია გორსა და სხვა დასახლებებს ბომბავდა, ქვეყანას ცოტა რამ თუ ჰქონდა სასიხარულო. იმ რთულ დროს პეკინის ოლიმპიადაზე მოჭიდავე რევაზ მინდორაშვილის ოქრო ნამდვილად იყო ასეთთა რიცხვში. მას შემდეგ ბევრმა წელმა გაიარა. ბოლოს მინდორაშვილი ჭიდაობის ფედერაციასაც ჩამოშორდა, რისი მიზეზიც სავარუდოდ პოლიტიკა იყო.

ბოლო წლებია ოლიმპიურმა ჩემპიონმა გადაწყვიტა, მთელი თავისი დრო და ენერგია მომავალი თაობებს დაუთმოს. ამისათვის კი საკუთარი სახსრებით თბილისთან ახლოს სპორტული დარბაზი ააშენა და 100 მოზარდს სრულიად უსასყიდლოდ ავარჯიშებს. ვინ იცის, იქნებ მათ შორისაც მრავლად აღმოჩდნენ მომავალი ჩემპიონები.

მომავალ თაობებზე ზრუნვისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ასეთი მაგალითებით არც თუ ისე განებივრებულები ვართ. ხელშეწყობის ნაცვლად კი მინდორაშვილს სახელმწიფოს მხრიდან მხოლოდ დაბრკოლებები დახვდა. საიდანაც გამოსავლის პოვნა - ისევ საკუთარი ძალებით და ფინანსებით უწევს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი