არის ბევრი გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირს შეუძლია დღეს მიიღოს და მკაფიო სიგნალები გაუგზავნოს რუსეთს - კულება

გამოქვეყნდა:

რუსეთმა უნდა მიიღოს მკაფიო სიგნალი, რომ ევროკავშირი არ მოითმენს ესკალაციას და უკრაინას აგრესორთან მარტო არ დატოვებს - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის წინ ჟურნალისტებთან ისაუბრა. 

"არის ბევრი გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირს შეუძლია დღეს მიიღოს და მკაფიო სიგნალები გაუგზავნოს რუსეთს, რომ რუსეთის ესკალაციას არ მოითმენს და უკრაინა მარტო არ დარჩება აგრესორ სახელმწიფოსთან",- თქვა მინისტრმა.

კულებამ აღნიშნა, რომ ევროკავშირის პაკეტი მოიცავს არა მხოლოდ პოლიტიკურ სიგნალებს, არამედ ძალიან კონკრეტულ ქმედებებს.

"უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის მხარდაჭერა, კიბერუსაფრთხოების მხარდაჭერა უკრაინაში, ახლა დაწესებულია გარკვეული სანქციები. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ არსებობს საკმარისი და ლეგიტიმური საფუძველი ახლა მაინც დაწესდეს გარკვეული სანქციები იმის საჩვენებლად, რომ ევროკავშირი არა მხოლოდ სანქციებზე საუბრობს, არამედ მზად არის კონკრეტული ქმედებებისთვის“, - განაცხადა დმიტრო კულებამ.

მინისტრმა გაიხსნა, რომ  2014 წელს რუსეთი ჰიბრიდული მეთოდებით ცდილობდა დაძაბულობის ესკალაციას. მათ შორის: მასობრივი დეზინფორმაციის კამპანიით, კიბერშეტევებით, უკრაინის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებითა და ინსცენირებით. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი