ქუთაისში გელათის ქუჩა, ანტისანიტარიის კერად იქცა. აღნიშნულ ქუჩაზე ყოველდღიურად ასობით ტურისტი გადაადგილდება, რადგან ის გელათისა და მოწამეთის მონასტრებამდე მისასვლელი მთავარი ქუჩაა.
ადგილობრივების განმარტებით, პერიმეტრი ნარჩენებითაა დაბინძურებული, სანაგვე ურნებთან კი უმეთვალყურეოდ დარჩენილი პირუტყვი და მღრღნელები ბინადრობენ.
მოსახლეობის თქმით, ის ქუჩა, რომელიც ყველა ტურისტმა უნდა გაიაროს და ქალაქზე გარკვეული წარმოდგენა უნდა შეექმნას, ანტისანიტარიის ბუდედაა ქცეული.