საქართველოში დათბება | 24 თებერვლის ამინდი

გამოქვეყნდა:

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 24 თებერვალს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ჰაერის ტემპერატურა დღისით დასავლეთ საქართველოს დაბლობში +17, +22, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს.

რაც შეეხება დედაქალაქს - თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი