ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანაში ამიაკის გაჟონვის შედეგად მუშები მოიწამლნენ

გამოქვეყნდა:

ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანაში ამიაკის გაჟონვის შედეგად მუშები მოიწამლნენ. 2 მუშა ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. 

დაშავებული მუშების მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ქარხანაში ჩვეული სამუშაო პროცესი მიმდინარეობდა - დასაქმებულები მეორად ჯართს ჭრიდნენ. ამიაკის გაჟონვა ერთ-ერთი "ბალონის" გაჭრის შემდეგ მოხდა. 

მეტალურგიული ქარხანა "ამბიკონ სტილსი" მეორადი ჯართის გადამუშავებითაა დაკავებული. საწარმოში სულ 300 ადამიანია დასაქმებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი