"ბიძინას უჭერს" - აქცია-პერფორმანსი საკონსტიტუციო სასამართლოსთან

გამოქვეყნდა:

"ბიძინას უჭერს" - ამ შინაარსის აქცია-პერფორმანსით გააპროტესტეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილება აქტივისტებმა ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან.

აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებულია, შეაჩეროს უწყების გაუქმების პროცესი და იმსჯელოს, რამდენად კონსტიტუციურია პარლამენტის გადაწყვეტილება.

"საკონსტიტუციო სასამართლოს უმოქმედობა თავგასული ძალოვნებისა და უკანონო მოსმენების წინააღმდეგ საზოგადოებას სამომავლოდ მთავარ ბერკეტს აცლის და ჩნდება რისკი - შეწყდეს, გადავადდეს, ჩაიფარცხოს ის საქმეები, რომლებსაც ეს უწყება ახლა იძიებს", - წერს "სირცხვილია". 

საკონსტიტუციო სასამართლოს კვირაზე ნაკლები რჩება იმისთვის, რომ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია გააჟღეროს. მანამდე მას არასამთავრობოებმა მოუწოდეს, ლონდა თოლორაიას სარჩელის განხილვა დააჩქაროს.

პარლამენტმა ინსპექტორის ნაცვლად შექმნილი ორივე უწყების ხელმძღვანელი უკვე დანიშნა, მიუხედავად იმისა, რომ სარჩელზე სასამართლოს არ უმსჯელია. ახალი კანონით, ინსპექტორის სამსახური 1-ლი მარტიდან გაუქმდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი