ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოში ავტოსაგზაო შემთხვევას 12 წლის გოგონა ემსხვერპლა. გოგონა მანქანა სოფლის სკოლის წინ შეეჯახა.
ადგილობრივების ინფორმაციით, გოგონა სკოლაში დედასთან ერთად, წიგნების ჩასაბარებლად იყო მისული. სკოლიდან გამოსვლის შემდეგ კი გზის გადაკვეთას ცდილობდა, რა დროსაც ავტომობილი შეეჯახა.
არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ ექსპერტ- კრიმინალისტები და პოლიცია.
ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
ავტორი: ია გულიაშვილი