უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და მთავარი მწვრთნელი ანდრეი შევჩენკო მის ქვეყანაში არსებულ ვითარებას და რუსეთიდან მომავალ საფრთხეს ეხმაურება:
„უკრაინა – ჩემი სამშობლოა! ყოველთვის ვამაყობდი ჩემი ხალხით და ჩემი ქვეყნით! ჩვენ ბევრი რთული პერიოდი გადავიტანეთ და განვლილი 30 წლის განმავლობაში ჩამოვყალიბდით, როგორც ერი! ეს არის გულწრფელი, შრომისმოყვარე და თავისუფლებისმოყვარე ერი! ეს ჩვენი მთავარი მონაპოვარია! დღეს რთული დროა ყველა ჩვენთაგანისთვის. მაგრამ ჩვენ უნდა გავერთიანდეთ! ერთობით ჩვენ გავიმარჯვებთ! დიდება უკრაინას!“, – წერს ის „ინსტაგრამზე"