"პასუხი პუტინს!" | 26 თებერვალს რესპუბლიკის მოედანზე აქცია გაიმართება

გამოქვეყნდა:

"პასუხი პუტინს!" - ამ სახელწოდებით საპროტესტო აქცია თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, 26 თებერვალს, 15:00 საათზე გაიმართება. აქციის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა, მისი ორგანიზატორები კი მოძრაობა "სირცხვილია" და "დროა" არიან.

დღეს უკრაინა გადის იმ გზას, რომელიც საქართველომ 2008 წელს გაიარა. მაშინაც და ახლაც, პუტინის მთავარი მიზანია ისტორიის გადაწერა, ცდილობდა და ცდილობს, დააჯეროს მთელ მსოფლიოს, თითქოს, რუსეთი არ არის „ბოროტების“ იმპერია და თითქოს რუსეთი არ იწყებს ომს, მაგრამ მრავალწლიანი ისტორია გვაჩვენებს, რომ ომს ყოველთვის რუსეთი იწყებს. მთელი მსოფლიო უსვამს ხაზს, რომ დღეს რუსეთი ისეთ ნაბიჯებს დგამს უკრაინასთან მიმართებაში, როგორიც გადადგა საქართველოსთან. პუტინი თავისი გამოსვლის დროს გვარწმუნებდა, რომ სურს მშვიდობა და არ ითვისებს არც ერთი სახელმწიფოს ტერიტორიას, მაგრამ ბოლოს დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობის“ აქტს ხელი მოაწერა.

 საქართველოს მოსახლეობა არასდროს შეგუებია ოკუპაციას. ქართველებს არასდროს დაუხევიათ უკან და დღესაც, საჭიროა არ მივცეთ პუტინს საშუალება, გადაწეროს ისტორია. დღეს, ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ მყარი პოზიცია, რომ რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია.

შაბათს, 15:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე ერთად გავცეთ პასუხი პუტინს!, - წერენ აქციის ორგანიზატორები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი