მონობაში სიცოცხლეს სჯობს თავისუფლებისთვის ბრძოლაში სიკვდილი - მეუფე იაკობი უკრაინაზე

გამოქვეყნდა:

უკრაინაში შექმნილი მძიმე ვითარებას და რუსულ სამხედრო აგრესიას მეუფე იაკობი გამოეხმაურა. 
მიტროპოლიტმა რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა. ის ამბობს, რომ საქართველოს აუცილებლად მოუწევს რომელიმე მხარეს დადგომა. მისივე თქმით, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების გამო, მთელი მსოფლიო განსაცდელშია.

"როგორც კი ომი დაიწყო, ჩემთვის იქ დამთავრდა ერთ-ერთი მხარის სიმართლეზე ლაპარაკი, იმიტომ, რომ როგორც მე რომ ძლიერი ვიყო და ვიღაც დავჩაგრო, ისე არ შეიძლება ბოლომდე შეიარაღებულებმა დაჩაგრონ ვიღაც იმის გამო, რომ იარაღით ვერ ერევა მას. მე თუ თავისუფალი ვარ და დამოუკიდებელი, მე ჩემი არჩევანი უნდა მქონდეს. აქ არც NATO-ზეა ლაპარაკი, არც ევროკავშირზე, უბრალოდ არ მოსწონთ ის, რომ ვიღაცის მონა არ ხარ. არ შეიძლება ასე. მონობაში სიცოცხლეს სჯობს თავისუფლებისთვის ბრძოლაში სიკვდილი, მე პირადად ასე მირჩევნია.

დღეს საქართველო ძალიან დიდი განსაცდელის წინაშეა. არამარტო უკრაინა, მთელი მსოფლიო დიდი განსაცდელის წინაშე ვდგავართ.

2008 წელს ვის რა დავუშავეთ? გაგვჟლიტეს, წაგვართვეს მიწები და იქ სიკეთე შეიტანეს თუ რა? რატომ არ მეკითხები მინდა შენთან? ისევ უნდა გამითეთრო ტაძრები, ისევ უნდა ზემოდან მიყურო, გაქვს შენი ქვეყანა და იყავი, თორე ადამიანი რომ კვდება 2/1-ზეც სანატრელი უხდება ხოლმე ზოგს, დასამარხი მიწა. მაგოდენა მიწა გაქვს, მსოფლიოში ყველაზე, მეტი შეგვეშვი, დაგვანებე თავი" ამბობს მეუფე იაკობი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი