უკრაინის მხარდამჭერი აქცია ბათუმში - ერას მოედანზე დღეს უკრაინისა და ბელარუსის მოქალაქეები შეიკრიბნენ. ისინი მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებენ უკრაინას და გმობენ პუტინის აგრესიას. აქციას შეუერთდნენ ოპოზციის წარმომადგენლები. ისინი პრემიერ ღარიბაშვილის დღევანდელ კომენტარს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ეს იყო ანტისახელმწიფოებრივი და მოღალატეობრივი განცხადება.
მეგობარი ქვეყნის სოლიდარობის ნიშნად, აქცია გაიმართა ოზურგეთშიც.
ავტორი: თეა ვაშალომიძე