უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს ამ წუთებში ზუგდიდში. აქციის მონაწილეები ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ ნათქვამსაც აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ეს ქვეყნისა და ქართველი ხალხის ღალატი, ასვეე პუტინის მონობის დამადასტურებელი განცხადებაა.
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა, მოსახლეობამ და პოლიტიკოსებმა პროტესტი ტრანსფარანტებითა და დროშებით გამოხატეს. ამბობენ, რომ ღარიბაშვილს პასუხი ქართველმა საზოგადოებამ უნდა გასცეს, რადგან ომი, რომელიც უკრაინაში ამ წუთებშიც გრძელდება, 2008 წლის რუსული აგრესიის გაგრძელებაა. მათი თქმით, მაშინაც, პუტინი თავს მძინარე ქალაქს დაესხა და ოკუპაცია მოსახლეობის თვალწინ ხდებოდა.
მოსახლეობა საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს, რომ მარტო სანქციებით არ შემოიფარგლონ და რუსეთს საჰაერო სივრცე ჩაუკეტონ იმისთვის, რომ პუტინმა მოსახლეობის ხოცვა ვერ შეძლოს.
ავტორი: ემა გოგოხია