ჩაკეტილი საჰაერო სივრცე და შეჩერებული სარკინიგზო მიმოსვლა - უკრაინის მოქალაქები საომარი მოქმედებების გამო სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ, თუმცა ისინი მარტო არ არიან. სრულიად საქართველო გაერთიანდა მეგობარი ხალხის მხარდასაჭერად და დასახმარებლად.
სპეციალურ ანგარიშებზე ჩარიცხული თანხით ფინანსური დახამარება გაეწევათ უკრაინაში დაზარალებულებს. სოციალურ ქსელებში ასევე იქმნება ჯგუფები საქართველოში მყოფი უკრაინელების დასახმარებლად, ქვეყნის ყველა რეგიონში სასტუმროების ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, უსასყიდლოდ მიიღებენ მეგობარი ქვეყნის მოქალაქეებს.