სოლიდარობა უკრაინელ ხალხსა და კოლეგებს - ჟურნალისტების აქცია ზუგდიდში

გამოქვეყნდა:

სოლიდარობა უკრაინელ ხალხსა და კოლეგებს - ზუგდიდში ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებმა უკრაინის მხარდამჭერი აქცია გამართეს. 

ჟურნალისტების განმარტებით ყველაზე მეტად ომის სისასტიკე მათ იციან, რადგან უმუშავიათ ცხელ წერტილებში, სადაც წინა ხაზზე მედიის წარმომადგენლები მუშაობენ. 

აქციაზე შეკრებილებმა უკრაინელ კოლეგებს სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადეს, ხოლო რუსეთში მომუშავე ჟურნალისტებს მოუწოდეს, გააპროტესტონ პუტინის პოლიტიკა, რომელიც მშვიდობიან მოქალაქეებს საფრთხის ქვეშ აყენებს.

ავტორი: ემა გოგოხია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი