სოლიდარობა უკრაინას | ენმ-მ თბილისში საავტომობილო მსვლელობა გამართა

გამოქვეყნდა:

უკრაინის მიმართ სოლიდარობის დამადასტურებელი კიდე ერთი აქცია - "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები პირველი რესპუბლიკის მოედანზე დროშებითა და სხვადასხვა შინაარსის პლაკატებით შეიკრიბნენ და თავისუფლების მოედნისკენ ავტომობილებით მსვლელობა დაიწყეს, ბოლოს კი მთავრობის კანცელარიასთან მივიდნენ.

აქციის მონაწილეები უკრაინის საკითხზე ხელისუფლების უმოქმედობას გმობენ და ამბობენ, რომ დღეს საქართველოს მთავრობა მოსახლეობის ინტერესებს არ გამოხატავს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი