უკრაინის მხარდამჭერი აქცია მარტვილში - პერფორმანსით სოლიდარობა გამოუცხადეს უკრაინელ ხალხს,
აქციის მონწილეებმა უკრაინის მხარდამჭერი შეძახილებითა და ტრანსპარანტებით მსვლელობა მუნიციპალიტეტის ცენტრში გამართეს.
რუსული აგრესიის დასაგმობად საპროტესტო აქციაში სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად სასულიერო პირებიც მონაწილეობდნენ. აქციის მონაწილეების თქმით, საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ქართველი ხალხის ნებას ეწინააღმდეგება და უკრაინელი ერისადმი განხორციელებულ პუტინის რუსეთის აგრესიის დასაგმობად საქართველოს მოსახლეობა ერთიანდება.
ავტორი: ემა გოგოხია