ხანძარი გორში - სუხიშვილის ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიან კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი სავარაუდოდ გაუმართავი ელექტროობაა. მთლიანად დამწვარია კორპუსის მეორე სართული.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მოსახლეობა ამბობს, რომ სახანძრო-სამაშველო სამსახური ადგილზე დაგვიანებით მივიდა, რის გამოც ცეცხლის არეალი კიდევ უფრო გაფართოვდა.
ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც ხანძრის გამომწვევ მიზეზებს დაადგენს.