ხანძარი ვარკეთილის ბაზრობაზე - სპეციალისტები მიყენებულ ზიანს დღეს დაითვლიან

გამოქვეყნდა:

გუშინ ღამით ვარკეთილის ბაზრობაზე ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. სპეციალისტები ამ მიმართულებით მუშაობას დღეს დაიწყებენ. დღეიდან ასევე, შეიქმნება კომისია, რომელიც მიყენებულ ზიანს დაითვლის.

ვარკეთილის ბაზრობის შენობასთან დილიდან მოვაჭრეები არიან შეკრებილი, თუმცა სამართალდამცველები მათ პერიმეტრზე არ უშვებენ. მოვაჭრეების უმეტესობას საქონელი დაზღვეული არ ჰქონიათ და არ იციან ბანკიდან აღებულ სესხებს რა სახსრებით დაფარავენ. გუშინ ადგილზე მისული თბილისის მერიის წარმომადგენლები  დაზარალებულებს დახმარებას შეპირდნენ, თუმცა ჯერჯერობით უცნობია როდის და რა ფორმით მოხდება ეს.

არაფერი ვიცით...ცეცხლი იყო და ეგ არის...დამწვარია ყველაფერი, - ამბობს ვარკეთილის ბაზრობის ერთ-ერთი მოვაჭრე.

ხანძარი ვარკეთილში, შერეული ბაზრობის ტერიტორიაზე გუშინ გვიან საღამოს გაჩნდა. ცეცხლი ჯიხურებს მოეკიდა. პირველადი ინფორმაციით, დაიწვა ტანსაცმელი და სხვადასხვა სახის სარეალიზაციოდ გამზადებული ნივთები. უსაფრთხოების მიზნით, ახლომდებარე კორპუსებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. მეხანძრე მაშველებს ხანძრის ლოკალიზებისთვის რამდენიმე საატი დასჭირდათ.  პირველადი დათვალიერებით დამწვარია დაახლოებით 1000 დან 1500 მდე  კვ.მ ტერიტორია. 

ადგილზე ამ დრომდე რჩებიან სამართალდამცველები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი