სენაკში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების თქმით, დღეს რუსი ოკუპანტების შეჭრა უკრაიანში, იდენტურია 2008 წელს საქართველოში რუსების შემოჭრის. მაშინაც, ოკუპანტებმა მშვიდობიანი მოსახლეობა დაბომბეს, მძინერე მოსხლეობას დაესხნენ თავს და პუტინმა ამ ქმედების გამო არ აგო პასუხი. მათი თქმით, სწორედ ეს არის დღეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამოძახილი.
მათივე თქმით, დღეს ხელისუფლება არ გამოხატავს ხალხის ნებას. ახალგაზრდები ამბობენ, რომ ღარიბაშვილი ოჯახითაა პუტინის მოკავშირე, ამიტომ ხელისუფლებას არ მისცემენ შესაძლებლობას, კრემლის პოლიტიკა და შემწყნარებლობითი პოლიტიკა გაატაროს საქართველოში.
აქცია სამეგრელოს ყველა რაიონში ყოველდღე ჩატარდება. აქციის მონაწილეები მზად არიან, უკრაინიდან ოჯახები მიიღონ.
დღესვე, ზუგდიდში ტელეკომპანია ოდიშის შენობა უკრაინის დროშის ფერებში განათდა.
ავტორი: ემა გოგოხია