Facebook-მა "ალტ-ინფოსთან" დაკავშირებული გვერდები და ჯგუფები წაშალა - ამის შესახებ ინფორმაციას ISFED ავრცელებს.
"უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, ჩვენი ძალებით ვცდილობთ, წინ აღვუდგეთ რუსულ პროპაგანდასა და ომის შესახებ მანიპულაციური ინფორმაციის გავრცელებას. ამისთვის ფეისბუქს შესაბამის მონაცემებს ვაწვდით",- ნათქვამია განცხადებაში.