ხობის ცენტრში უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს - მსვლელობა მერიის შენობიდან დაიწყო და აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალთან დასრულდა.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ 2008 წელს ომის დროს, ოკუპანტებმა ხობის მუნიციპალიტეტიც ჰქონდათ ოკუპირებული და მათ დღემდე ახსოვთ რუსული აგრესია.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის სოლიდარობის აქციას არ შეუერთდა ადგილობრივი ხელისუფლება. ახალგაზრდები და ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ ხელისუფლება მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა აქციაზე უნდა მისულიყვნენ.
მოქალაქეებმა პრემიერისა და წულუკიანის დღევანდელი განცხადებებიც შეაფასეს და მათს გამოსვლას ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მიმართული უწოდეს. ხობში მოსახლეობა ამბობს, რომ ოლიგარქი ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი პუტინის მოკავშირეები, მისი ინტერესების გამტარებლები არიან და ღარიბაშვილი პრემიერის პოსტს არ უნდა იკავებდეს.
ავტორი: ემა გოგოხია