"სრულიად სამარცხვინოა ეს ყველაფერი... როგორ უსახელოდაც დაიწყე, ისე დაასრულე" | ნიკა გვარამია ლონდა თოლორაიას

გამოქვეყნდა:

"სრულიად სამარცხვინოა ეს ყველაფერი... როგორ უსახელოდაც დაიწყე, ისე დაასრულე" - ასე მიმართავს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია სახელმწიფო ინსპექტორ ლონდა თოლორაიას, რომელსაც დღეს თანამდებობაზე ყოფნის ბოლო დღე აქვს.

გამოქვეყნდა ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას განცხადება მიხეილ სააკაშვილზე. მოხერხება უნდა, ერთიგვერდიან ტექსტში შინაარსი არ იყოს. სრულიად სამარცხვინოა ეს ყველაფერი, ლონდა თოლორაია. როგორ უსახელოდაც დაიწყე, ისე უსახელოდ დაასრულე, - წერს ნიკა გვარამია. 

ლონდა თოლორაიას განცხადება მიხეილ სააკაშვილზე

დღესვე, ცნობილი გახდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ლონდა თოლორაიას სარჩელი არ დააკმაყოფილა. სასამართლომ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა. საქმე ეხება "ქართული ოცნების" კანონპროექტს, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტასა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების სანაცვლოდ, ორი ახალი სამსახურის შექმნას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონი პარლამენტმა დაჩქარებული წესით, 30 დეკემბერს დაამტკიცა, შემდეგ კი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაუგზავნა. სალომე ზურაბიშვილმა კანონს ხელი მოაწერა, მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკოსები და თავად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელი, მას ვეტოს დადებისკენ მოუწოდებდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი