რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან ამ წუთებში უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
უკვე 5 დღეა, უკრაინის მხარდასაჭერად იკრიბებიან ოპოზიციურ პარტიების წარმომადგენლები, მოქალაქეები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.
აქციის მონაწილეები გმობენ როგორც რუსეთის აგრესიას, ისე საქართველოს ხელისუფლების პოზიციას. ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადებების გამო კი მის გადადგომას მოითხოვენ.