დღეს მარნეულში ეთნიკურად აზერბაიჯანელმა მოქალაქეებმა უკრაინის მხარდამჭერი აქცია- მსვლელობა გამართეს.
მოქალაქეები ჯერ მარნეულის იუსტიციის სახლთან შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით მარნეულის მერიასთან გადაინაცვლეს, უკრაინის დროშა გაშალეს და ამით უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობა გამოხატეს. "დიდება უკრაინას", არა ომს", "სტოპ პუტინ" - სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.