რატომ არ დააკავეს? ელოდნენ, რომ განზრახვას შეასრულებდა, თუ რაშია საქმე?! - ხასო ხანგოშვილი

გამოქვეყნდა:

გიორგი გაბუნიას შეკვეთილი მკველელობის საქმეს პანკისელი უხუცესი ხასო ხანგოშვილი ეხმაურება - მას სუს-თან კითხვები აქვს. უხუცესის თქმით, ვასამბეკ ბოკოვი, რომელიც მას აჰმედის სახელით გაეცნო, თვეების განმავლობაში თავისუფლად გადაადგილდებოდა და მისთვის გაუგებარია, რატომ არ დააკავეს იგი საგამოძიებო უწყებებმა თავიდანვე.

თუკი ასეთი განზრახვა ჰქონდა, რამდენი თვე იყო აქ ჩამოსული. ამ ხნის განმავლობაში რატომ არ დაიჭირეს, რა, ელოდნენ, როცა ამ განზრახვას შეასრულებდა, თუ რაშია საქმე?! - ამბობს ხასო ხანგოშვილი.

უხუცესის ინფორმაციით, ბოკოვი ბათუმიდან, გემით აპირებდა საქართველოს დატოვებას და უკრაინაში გადასვლას, თუმცა მათ შორის შემდგარი ამ საუბრის შემდეგ რუსეთის მოქალაქე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მალევე დააკავეს. ამ საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია რამდენიმე პირი, მათ შორის ხანგოშვილის ვაჟიც.

იგი აცხადებს, რომ სუს-მა მისი შვილის მობილური ტელეფონი გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამოიღო და დაკითხვის შემდეგ გაანთავისუფლა. მისივე თქმით, ამ დრომდე შვილთან არანაირი კონტაქტი არ ჰქონია და ვარაუდობს, რომ უმცროსი ხანგოშვილი თბილისში, მეგობრებთან ერთად იმყოფება.

 

 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი