პუტინისა და ღარიბაშვილის გინების გამო, ბათუმში, აქციაზე, 10-მდე პირი დააკავეს. უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე მოვლენები მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებს პოლიცია დაუპირისპირდა იმის გამო, რომ ისინი შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ ირაკლი ღარიბაშვილსა და ვლადიმერ პუტინს.
ასევე ისინი ღარიბაშვილის განცხადებებზე განმარტებებს ითხოვდნენ აჭარის მთავრობის ხელმძღვანელისგანაც.
ჩვენი ინფორმაციით, დაკავებულები არიან ოპოზიციის წევრები, ირაკლი კუპრაძე და ბონდო თედორაძეც.
ავტორი: თეა ვაშალომიძე