საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ბრალდებულები, სავარაუდოდ, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ - ე.წ. „ბავშვთა პორნოგრაფიის’’ საქმეზე დაკავებულების ოჯახი პირველ კომენტარს აკეთებს.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ე.წ. ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე ავსტრალიის მოქალაქეს, რომელიც საქმის ორგანიზატორად არის მიჩნეული, 20 წლით, ხოლო საქართველოს მოქალაქეებს კი 19-19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებული დედა-შვილის ოჯახის წევრები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას არაობიექტურს უწოდებენ და გასაჩივრებას შემდგომ ინსტანციაში გეგმავენ. მათი თქმით, მოსამართლემ ბრალდების მხარის პოზიცია სრულად გაითვალისწინა.
ვიცოდი, რომ მოდელი იყო, მეტი არაფერი არ ვიცოდი, მოდელი იყო, კარგი გოგოა. არაფერი არ მჯერა. თვითონ ამბობდა ბავშვი, მე არაფერში დამნაშავე არ ვარ, აღიარეო და დაგიკლებთო, ამას მეუბნებოდნენო, მე არაფერი დამიშავებიაო, - ამბობს ბრალდებულის ოჯახის წარმომადგენელი.
დედა-შვილს არასრულწლოვანთა ტრეფიკინგში ჩართვას და პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო/ვიდეო მასალის დამზადება-გასაღებას ედავებოდნენ.