"ოცნების" ხელისუფლება, ისევ ოპონენტების პირადი ცხოვრებით მანიპულირებს. სამიზნე, ამჯერად გორელი ოპოზიციონერი გახდა. მას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოებით აშანტაჟებენ.
ყალბი ფეისბუქ გვერდებიდან გორელი პოლიტიკოსის მეგობრებს შეტყობინებას უგზავნიან და სექსუალურ კავშირს სთავაზობენ, ხოლო უარის შემთხვევაში წერენ, რომ არსებობს კონკრეტული ვიდეომასალები, სადაც ფიგურირებს მათი მეგობარი პოლიტიკოსი და ამ ვიდეოებს გაასაჯაროებენ.
ოპოზიციონერი თვლის, რომ ამ ყველაფრის უკან დგას "ქართული ოცნება" ვინაიდან ის როგორც სოციალურ ქსელებში ასევე სატელევიზიო ეთერში, ივანიშვილის პარტიას ყოველდღიურად აკრიტიკებს.
"ქართული ოცნების მხრიდან მე ვვარაუდობ იმას, რომ დისკრედიტაცია მოხდეს ჩემი პიროვნების. ერთი არის ის, რომ უშუალოდ ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი გავხდე და შემდეგ მომიწიოს მტკიცება, რომ არაფერ შუაში ვიყავი და მესამე, ყველაზე მეტად რასაც ვვარაუდობ არის ის, რომ უშუალოდ მე თვითონ დამაკავონ, რომ მე ვაკეთებ ამ ყველაფერს". - ამბობს ოპოზიციონერი
ოპოზიციონერმა თავის ადვოკატთან ერთად, უკვე მიმართა შსს-ს, თუმცა ამბობენ რომ რეაგირების იმედი ნაკლებად აქვთ.