მესტიაში "ალტ-ინფოს" პარტიას ოფისს დაატოვებინებენ

გამოქვეყნდა:

მესტიაში პრორუსულ პარტია "ალტ-ინფოს" ოფისს დაატოვებინებენ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "მთის ამბები" ავრცელებს

მათი ცნობით, 2 მარტს, მესტიაში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა  რუსული პროპაგანდის გასაპროტესტებლად "კონსერვატიული მოძრაობის" ოფისთან გადაინაცვლეს.

აქციის მიმდინარეობისას, გავაკეთე განცხადება რომ უნდა მივსულიყავით ოფისთან და გაგვეპროტესტებინა. ვისაც სურვილი ჰქონდა წამოსულიყო. აქციის ყველა მონაწილე წამოვიდა. იქ ისმოდა შეძახილები, „არა რუსეთს“, „არა რუსულ პროპაგანდას“, „პუტინ ხუილო“ და „სლავა უკრაინა“, ბოლოს მათ ბანერს დავუშინეთ კვერცხები და შესასვლელთან დავკიდეთ უკრაინის დროშა“. ფართის მეპატრონე დაგვპირდა, რომ უმოკლეს ხანში ოფისი დაიცლება, - უთხრა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა "მთის ამბებს". 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი