ქუთაისში ექიმებმა ჩვილის გაჩერებული გული აამუშავეს. ინფორმაციას ქალაქის საეკლესიო საავადმყოფოს ექიმი გიული კირთაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს:
“სიკვდილ-სიცოცხლის ბრძოლაში, რომ გაიმარჯვებ, გაჩერებული გული დაიწყებს ფეთქვას, სულ პაწუა, უსუსური, ისევ სუნქავს, ისევ იბრძვის მოვლენილი დედამიწაზე. იცოცხლოს, ისუნთქოს და უბრალოდ იცოცხლოს. ჩემო საუკეთესო ადამიანებოვ – აზა მესხი, ნატალია თორთლაძე, ირმა ჭუმბურიძე, ლიკა შალიკიანი, ნონა კიკაბიძე ნანა გოგორელიანი. მადლობა თქვენ, კიდევ ერთი გადარჩენილი სიცოცხლისათვის,“- წერს გიული კირთაძე.