კიდევ ერთი დამწვარი ბაზრობა - ხელისუფლების დახმარების იმედად დარჩენილი დაზარალებული მოვაჭრეები

გამოქვეყნდა:

ვარკეთილის ბაზარში დამწვარია თითქმის ყველაფერი რაც კი 4 ათას კვადრატულ მეტრზე იყო განთავსებული. ძლიერ ცეცხლს არ გადაურჩა არც ტანსაცმელი, არც ტექნიკა და არც საკვები პროდუქტები.დაზიანდა რკინის კონსტრუქციებიც.

ცეცხლი ვარკეთილის ბაზრობაზე ღამის 10 საათისთვის გაჩნდა. მეხანძრეები რამდენიმე საათი ცდილობდნენ, მის ლოკალიზებას. ყველაზე დიდ საფრთხეს ბენზინგასამართი სადგური ქმნიდა, რომელიც ბაზრობის გვერდზე მდებარეობს.

არანაკლები საშიშროება შეექმნათ სავაჭრო ობიექტიდან სულ რამდენიმე ნაბიჯით დაშორებული საცხოვრებელი კორპუსების მცხოვრებლებსაც. ძლიერი დაკვამლიანების გამო მათი სახლებიდან გამოყვანა გახდა საჭირო. მოვაჭრეებმა კი ვინც ბაზრობაზე შესვლა მოასწრო, პროდუქცია მანამდე გამოიტანა ვიდრე ცეცხლი მათ მაღაზიებს მიაღწევდა. 

ცეცეცხლის ლოკალიზებას 150-მდე მეხანძრე მაშველი ცდილობდა. იყო ხანძრის რამდენიმე კერა. ცეცხლი სავარაუდოდ ბაზრის ცენტრში გაჩნდა. ხანძარმა შენობის სახურავიც საგრძნობლად დააზიანა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშვებულა, მაგრამ ასობით მოვაჭრე დაზარალდა. თითოეულმა ათასობით ლარი იზარალა. 

მოვაჭრეები ბაზრობასთან დილის ხუთი საათიდან მივიდნენ, თუმცა უშედეგოდ. დამწვარ ტერიტორიაზე ისინი არ შეუშვეს.

ადგილზე ვითარება რამდენჯემრე დაიძაბა. მოვაჭრეებმა გზის გადაკეტვაც სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.

დაზარალებულები მთელი დღე უშედეგოდ ითხოვდნენ დირექციასთან შეხვედრასაც. 

როდის განაახლებს მუშაობას, როდის აღდგება ბაზრობა და მოვაჭრეები როდის შეძლებენ მუშაობას ჯერ უცნობია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი