ხანძარი იყო ცოტა ხნის წინ ვარკეთილში, სადაც 9-სართულიანი კორპუსის მერვე სართულზე საცხოვრებელი ბინა დაიწვა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
ცნობილი ხდება, რომ სახლში ორსული ქალი იყო, რომელმაც დაკვამლიანების შემჩნევის შემდეგ, სახლის დატოვება მოასწრო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამ დროისთვის, ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
ავტორი: ნინა ხუბუტია