შემთხვევა თუ დივერსია? - ბურუსით მოცული ხანძრები

გამოქვეყნდა:

შემთხვევა თუ დივერსია?  ვის ინტერესებში შედის პერიოდულად სხვადასხვა ბაზრებისა თუ ბაზრობების დაწვა, გამოძიება დუმს. არც ერთი ხანძარი რომელიც ბოლო წლებში მოხდა გამოძიებული არ არის. ეს კი ხელოვნურად გაჩენილი ცეცხლის ეჭვს კიდევ უფრო ამყარებს. 

ვარაუდებს ამყარებს ის გარემოებაც,  რომ დამწვარი ბაზრობების წილებს ახალი მფლობელები ისაკუთრებენ და ხშირად ისინი "ოცნებასთან" დაახლოებული პირები და მმართველი პარტიის შემომწირველები არიან. 

ხელოვნურად გაჩენილ ხანძარზე საუბრობდნენ მოვაჭრეები 2020 წლის იანვარში, როდესაც ცეცხლი ისანში მეორადი ავტონაწილების, ე.წ. დაშლილების ბაზრობაზე გაჩნდა. დაიწვა 1200 კვადრატული მეტრი და ასობით ადამინმა უზარმაზარი ზარალი ნახა. გამოძიება დაიწყო თუმცა უშედეგოდ. მიზეზი ამ დრომდე დაუდგენელია. 

ხანძარი ისნის ბაზრობაზე 2017 და 2015 წლებშიც გაჩნდა. გამოძიებამ პასუხი კითხვას ვერც ამ შემთხვევებში გასცა. 

ისნის ბაზრობის პარალალეურად, იმავე დღეს 2020 წლის 13 იანვარს ხანძარი ქავთარაძის ბაზრობაზეც გაჩნდა. ცეცხლი სამშენებლო მასალების მაღაზიებს მოედო. ტრადიციულად დაიწყო გამოძიება, თუმცა უშედეგოდ. 

2019 წლის ოქტომბერში ე.წ. თერგის ბაზრობა დაიწვა. სავაჭრო ჯიხურებში ცეცხლს მეხანძრე მაშველები რამდენიმე საათის განმავლობაში აქრობდნენ. დაიწვა დაახლოებით 5 000 კვმ ფართობი. გამოძიება 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს, თუმცა ვინ წაუკიდა ცეცხლი ბაზრობას, გამოძიებამ ვერ დაადგინა. 

2019 წელს ივნისში დაიწვა ე.წ ჩინელების ბაზრობა ლილოში. განადგურდა 1000 კვარატულ მეტრზე არსებული მაღაზიები და ჯიხურები. ბაზრობის მფლობელი მაშინ დარწმუნებული იყო, რომ მისი კუთვნილება შეგნებულად დაწვეს და ხელისუფლებას ადანაშაულებდა. 

 2018 წლის აგვისტოში მოულოდნელად დაიწვა სავაჭრო ცენტრი ბათუმში. ამ შემთხვევაშიც მოვაჭრეები ამტკიცებდნენ რომ გაყვანილობა წესრიგში იყო და ისინიც ხელოვნურად გაჩენილ ცეცხლზე მიუთითებდნენ. გამოძიებამ პასუხი კითხვებს ვერც ამჯერად გასცა. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი